ჩემი ფოტოხელოვნებით დაინტერესება 2 წლის წინ დაიწყო, როდესაც ჩემს სკოლაში არჩევით საგნად შემოვიდა და მთელი წელი ვსწავლობდი.
ამ პერიოდში დავიწყე ქართველი თანამედროვე ფოტოგრაფების შემოქმედების გაცნობა, ძალიან ბევრი მომეწონა და აქტიურად ვადევნებდი მათ განვითარებას თვალს საიტზე Graf.ge. მერე ნელ-ნელა სხვა რაღაცებზე გადავერთე და სულ მიმავიწყდა ეს დარგი. ამასობაში ახალი და საინტერესო ფოტოგრაფები გამოვიდნენ ასპარეზზე. მართალია ვისაც პროფესიონალი ფოტოაპარატი აქვს ყველა ფოტოგრაფი არ არის, მაგრამ ყველაფერი გემოვნების ამბავია, ამიტომ მე ჩემი ბლოგის მეშვეობით ნელ-ნელა გაგაცნობთ იმ ფოტო-გრაფებსა და ფოტო-გრაფინიებს, რომლებმაც ჩემი მოწონება დაიმსახურეს.
პირველი მათგანია ალექსანდრე.
ჩემი და სანდროს ნაცნობობა ახალგაზრდულ პროექტ “სპილო ოთახშის” ფარგლებში შედგა. ჩემი კონკურენტი იყო, მაგრამ იმ გუნდს კონკურენტად ვერ აღვიქვამდი. ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ამ კონკურსმა საინტერესო ხალხს შემახვედრა და დამამეგობრა
ალექსანდრე 22 წლის ფოტოგრაფია. მან 1 წლის წინ დაიწყო ფოტოების გადაღება და მის ობიექტივში ძირითადად ადამიანები ხვდებიან, ანუ პორტრეტებს იღებს.
ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული არაა მის ფოტოებში, მაგრამ მე მომწონს ის ემოცია, რომელიც მათგან მოდის, არ ვიცი რამდენად გასაგებად ვხსნი, მაგრამ იმედია მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.


თუ მასთან დაკავშირების სურვილი გაგიჩნდებათ მიმართეთ Facebookze : Alexander Kay
მისი ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ მის Facebook გვერდზე : Alexander Photography.
ასევე, შეგიძლიათ მოინახულოთ მისი ახალშექმნილი ბლოგი, სადაც მე დიდი იმედი მაქვს განათავსებს თავის ფოტოებს: http://alexanderkay89.wordpress.com/
იმედი მაქვს ისიამოვნეთ.
შევეცდები კვირაში ერთი საინტერესო ფოტოგრაფი(ნია) მაინც გაგაცნოთ და ამით მათ წარმატებასაც ჩეოტათი მაინც შევუწყო ხელი.





















არჩევითი საგანიო… შემეხარბა. ჩემს დროს კი არ ასწავლიდნენ ასეთ რაღაცებს
სურათებზე, ზევიდან მესამე, რომ ხტება, ნათია არ არის?
აუ, მეც შემეხარბა. ხელოვნებას ვსწავლობდი პირველიდან მეოთხე კლასამდე და ისიც ისეთ უმეცრებასა და შეუფერებელ მდგომარეობაში, გახსენებაც არ მინდა
მაგას მეც ვსწავლობდი პირველიდან მეოთხემდე ზუსტად, მაგრამ არაფერი მახსოვს
არა, მოლი, მე არ ვარ, ჩემზე თქვი ჰო? ამ პროექტისთვის გადაღებულ ფოტოებში ორნი ვართ და ეს მეორე ბავშვია, ნია
ხოო ციტრუსაა ეს
ისევ იმ პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოა და გენდერული ძალადობა ჰქონდატ ამათ თემა მგონი და მაგიტომ
ხო, მაგას არ ვჩივი? ნორმალურად არც ტარდებოდა გაკვეთილები. საათები რა საგანსაც აკლდებოდა, ამის ხარჯზე ბაირამობდნენ
კარგი რა, ჩვენს დროს რა ტარდებოდა ნორმალურად
რომ ვხტები ეგ მე არ ვარ, სალ
მეც შენ მეგონე ღმერთმანი :დ მომიტევეთ
აწწწ <3 მეც გადამიღო დღეს და არ გინდა აქ ჩამაკვეტო? :დ
:დ უი არ მინახავს :დ
mec exla davamtavre skola, mara arc gamigonia, rom eg sagani iswavleba skolashi…. rac sheexeba fotoebs, chemi azri ukve mogaxsene : )))
ჩემი სკოლა საოცრებებს ახდენდა და…
მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის
აუ ძალიან მომეწონა ალექსანდრეს ფოტოები :>
მაგრამ, იმას ვერ ვერ ვაპატიებ რომ დამაჯერა 16 წლის ვარო :დდდ
აუ, იცი რამდენს დააჯერა? ბევრს ეგონა 16 წლის :დ
აუუ მართლა კაი ფოტოებია ^^ წითურიი :შ:შ
პოსტში იმის მითითება დამავიწყდა, რომ წითელი ფერი უყვარს
ფოტოგრაფებს კი ვცემ პატივს, მაგრამ, ჩემი დილეტანტური აზრით, კარგი ფოტოგრაფობისთვის ბევრი არაფერია საჭირო. ბევრ ადამიანს აქვს საინტერესო ხედვა, მაგრამ, ვთქვათ, ვერ ხატავს, ფოტოგრაფისთვის კი ეს საკმარისია. მით უმეტეს, პორტრეტები, აქ არაფერია დასამატებელი.
პირველ რიგში კეთილი იყოს შენი ჩემს საგრაფოში შემობრძანება, გამიხარდა შენი კომენტარი ^_^
ნუ მე არ მიყვარს მხატვრობასა და ფოტოგრაფიას ერთმანეთს რომ ადარებენ, ფრიად სადაო საკითხია
სხვა რამე იყოს, ხელოვნების ნებისმიერი დარგი. ფოტოხელოვნება რომ ჰქვია, მხოლოდ იმიტომ:)
madlobaa sali am postistvis
:*
დანაპირებს ვასრულებ :*
ამას ჰქვია ნამდვილი ხელოვნება. . . ყველაზე მეტად მეორე ფოტომ მომხიბლა, წითულ თმაზე ვგიჟდები
ლამაზია ძალია!
გრაფინია, რა საყვარელი დიაზინია
ექსპრომტად დავაყენე
საახალწლოა, მერე ისევ ძველს დავაბრუნებ, ნუ ჰედერს მაინც შევცვლი 
მადლობა :*
მე ბოკეზე ვეცნობი ქართულ ფოტოხელოვნებას. კარგი წამოწყებაა ახალი ფოტოგრაფების გაცნობა
მომეწონა ეს ფოტოებიც.
მანდაც შევდიოდი ხოლმე, მაგრამ არა ინტენსიურად
გრაფზე ღამეებს ვათენებდი