გამოფიტული სათამაშო, უსულო გამომეტყველებით.
შინაგანად დაცარიელებული.
ემოციებისგან დაცლილი.
მარტოსული.
ყველასთვის სულერთი.
მისთვისაც სულერთია ყველა.
თავში არეული ფიქრებით.
უმიზნო და უმისამართო.
თავში სრული ქაოსით, სიცარიელის ქაოსით.
უღონო.
აი ასეთი იყო ზუსტად. იცოდა რა უნდოდა, მაგრამ არ ჰქონდა.
გასცემდა და ვერ იღებდა, ამიტომ დაიღალა.
იცოდა რა უშველიდა, მაგრამ გამბედაობა ღალატობდა, სიამაყე არ აძლევდა უფლებას.
ერთადერთობა უნდოდა და არა ერთ-ერთობა.
მოსაწყენი იყო.
ყველა მობეზრდა, საკუთარი თავიც კი.
ყველას ჭკუაზე სიარულიც აღარ შეეძლო, მაგრამ სულერთი იყო ესეც.
სადმე შორს წასვლა უნდოდა დიდი ხნით, იქნებ სამუდამოდაც.
ჩვეულებრივობა და ნორმალურობა მოუნდა.
ასეთი მარტო გარედან ჩანდა.
ხასიათი გაუნაცრისფრდა.
არავის გაურბოდა, მაგრამ ყველასგან შორს იყო.
თოჯინა იყო, რიგითი სათამაშო, რომ მობეზრდებათ და სანაგვეში მოისვრიან, ან სამუდამოდ საკუჭნაოში ყოფნას მიუსჯიან, აი ისეთი.
P.S. So Sally can wait…











