თოჯინა

გამოფიტული სათამაშო, უსულო გამომეტყველებით.
შინაგანად დაცარიელებული.
ემოციებისგან დაცლილი.
მარტოსული.
ყველასთვის სულერთი.
მისთვისაც სულერთია ყველა.
თავში არეული ფიქრებით.
უმიზნო და უმისამართო.
თავში სრული ქაოსით, სიცარიელის ქაოსით.
უღონო.
აი ასეთი იყო ზუსტად. იცოდა რა უნდოდა, მაგრამ არ ჰქონდა.
გასცემდა და ვერ იღებდა, ამიტომ დაიღალა.
იცოდა რა უშველიდა, მაგრამ გამბედაობა ღალატობდა, სიამაყე არ აძლევდა უფლებას.
ერთადერთობა უნდოდა და არა ერთ-ერთობა.
მოსაწყენი იყო.
ყველა მობეზრდა, საკუთარი თავიც კი.
ყველას ჭკუაზე სიარულიც აღარ შეეძლო, მაგრამ სულერთი იყო ესეც.
სადმე შორს წასვლა უნდოდა დიდი ხნით, იქნებ სამუდამოდაც.
ჩვეულებრივობა და ნორმალურობა მოუნდა.
ასეთი მარტო გარედან ჩანდა.
ხასიათი გაუნაცრისფრდა.
არავის გაურბოდა, მაგრამ ყველასგან შორს იყო.
თოჯინა იყო,  რიგითი სათამაშო, რომ მობეზრდებათ და სანაგვეში მოისვრიან, ან სამუდამოდ საკუჭნაოში ყოფნას მიუსჯიან, აი ისეთი.

 P.S. So Sally can wait…

29 Responses to თოჯინა

  1. რა მინორულია, სალ :(

  2. საალ , მგონი თბილი პიემი არ გაწყენდა <3

  3. იცოდა რა უშველიდა, მაგრამ გამბედაობა ღალატობდა, სიამაყე არ აძლევდა უფლებას. <— ამან გააუფერულა :ც

  4. “თოჯინა იყო, რიგითი სათამაშო, რომ მობეზრდებათ და სანაგვეში მოისვრიან, ან სამუდამოდ საკუჭნაოში ყოფნას მიუსჯიან, აი ისეთი.” – ყველაზე ცუდი რაც სეიძლება ადამიანმა იფიქროს თავის თავზე.

  5. “არავის გაურბოდა, მაგრამ ყველასგან შორს იყო”–მეგონა ჩემზე ეწერა…

    • :) შენზეც იყოს ;)

      • და არც არავინ გაურბოდა, უბრალოდ, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა, იმათგან უმეტესობაც სწორედ ასე გრძნობდა თავს.
        ეჰ, ნეტავ, ამ თვის ბრალია ეს ყველაფერი, თუ მართლა ყველანი ვიხოცებით წელს?! (აი, სმაილიც კი ვერ შევარჩიე ახლა, მაგრამ აჰა, მაინც: :ირონია რომ იგრძნობა სევდაში, ისეთი სმაილი:

      • არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას… :) )

      • ნუ გეგონება, რომ მივატოვე შენი ბლოგი. შენზე ხშირად მგონი მე შემოვდივარ აქ. მაგრამ ჩემ ირგვლივ ატეხილი უთავბოლობის და ბლოგისდროებითდაკარგვის გამო გრაავტაროგრაფი ვერ დაგიტოვე აქამდე ჩემი ბლოგით (თუმცა ეს ქვემოთა მე ვარ :დ)

      • მივხვდი შენ რომ იყავი :)
        შეიძლება მართლა ჩემზე ხშირად შემოდიხარ აქ, ცოტა მომბეზრდა აქაურობა :ს

  6. კომენტარი

  7. ზუსტად იგივეს ვგრძნობ ახლა.. ძალიან კარგი იყო ^^ ყველაფერი კარგად იქნება,ცხოვრება გრძელდება,არ მოიწყინოთ ♥ უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ :*

  8. უსიამოდ დამბურძგლა :(

  9. ,,ხასიათი გაუნაცრისფერდა” :) სამწუხაროდ ხშირად ადამიანებსაც ასე ემართებათ.. :(

  10. მე უკვე სანაგვეზე ვარ კარგახანია! :)
    P.S. დავაგვიანე, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

    • არ დაგიგვიანია, გუშინდელი პოსტია :)
      ოხ, დიტო, შენი საკუთარი თავის მიმართ მიდგომა მაგიჟებს :|

  11. ბევრი ადამიანია დღეს ასე სამწუხაროდ

  12. ემოციები აღძრა, როგორი არ ვიცი. წავიკითხე დავიმუხტე, როგორ არ ვიცი. ყველაფერი კარგად იქნება. ასეთი თოჯინაც კი არ დარჩება მარტო საკუთარ საკუჭნაოში.. : )

    • ასეთი არ უნდა დარჩეს საკუჭნაოსი ზუსტადაც და არა გრძელფეხება უტვინო ბარბები :)

  13. ალერგია? :შ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s