Monthly Archives: February 2012

ფოტო-გრაფი (ნაწილიIII)

დადა დადა დადადადა  20th century FOX წარმოგიდგენთ

განა მართლა,  გრაფინია  ამჯერად წარმოგიდგენთ კიდევ ერთ უნიჭიერეს ფოტოგრაფიკა ტაბატაძეს. ჩემი და იკას ნაცნობობა ჩემი კურსელის დამსახურებაა. ასევე მისი დამსახურებაა ისიც, რომ გაცნობამდე მაჩვენა მისი ფოტოები და მახსოვს ძალიან აღვფრთოვანდი მისი განსაკუთრებული ხედვით. გთავაზობთ გაეცნოთ პატარა ინტერვიუს მასთან და იხილოთ ფოტოები.

 

 

 

 

 

  •          რამდენი ხანია რაც იღებ და როგორ დაინტერესდი ფოტოგრაფიით?3 წელია რაც ვიღებ, ინტერესი კი ბავშვობიდან მქონდა, რადგან მამაჩემი ფოტოგრაფია. ერთხელ მამამ მათხოვა აპარატი და  მეც გადასაღებად წავედი. მაშინ დაახლოებით 1-ლ ან მე-2 კლასში ვიყავი. როდესაც მამამ გაამჟღავნა  ფირი გაოცებული დარჩა, ვერ წარმოედგინა ასეთ პატარა ბავშვს თუ შეეძლო  პროპორციების აღება. მასინ ეკლესია და ოთახის ყვავილები მქონდა გადაღებული.
  • რისი გადაღება გიყვარს ყველაზე მეტად?ჩემს გალერეას რომ გადაავლოთ თვალი ძირითადად ნახავთ  პორტრეტს და ჟანრულ ფოტოებს, ასევე მიზიდავს სარეპორტაჟო ფოტოებიც.
  •  აპირებ თუ არა კიდევ უფრო სერიოზულად მოეკიდო ამ საქმეს და პროფესიად გაიხადო? 

    კი, ვაპირებ უფრო სერიოზულად მივუდგე, მაგრამ პროფესიად არჩევა ჯერ არ გადამიწყვეტია.

ახლა კი დადა დადა დადადადა დაამ ფოტოები:

მოწყენილად შეღებილი ბიჭი, რომელსაც პირში დანა აქვს :)

კაცი, რომელიც უცნაურ მოძრაობას აკეთებს

ისევ ის კაცი

საყვარელი ბავშვები

იმ საყვარელი ბავშვებიდან ერთ-ერთი

გოგო, ლამაზი თვალებით და დიდი ტუჩებით ^^

ძალიან ლამაზი გოგო

ძალიან ლამაზი გოგო 2

ლამაზი ადგილი

ლამაზი ადგილი, ლამაზი ცხენი და მხედარს ვერ ვხედავ :D

ქუჩა, შეყვარებული წყვილი, ლამპიონი და "მარშუტკა" :)

ეს ის არ არის, ვინც თქვენ გგონიათ :(

თუ ბი თუ ბი?

თუ სურვილი გაგიჩნდათ იკას დაუკავშირდეთ მოძებნეთ Facebookze Ika Tabatadze.
ნახეთ მისი გვერდი : IKA Tabatadze Photography.

P.S. ფოტოების სათაურები ჩემი მიწერილია და მაინცდამაინც სერიოზულად ნუ აღიქვამთ :)