ბლოგერები ჩემ შესახებ


ამის დაწერა ჯერ მეზარება და მომავალშიც დამეზარება სავარაუდოდ :)

ეს იყო ადრე.
სიზარმაცე ნაწილობრივ დავამარცხე და გადავწყვიტე შევავსო About ჩემთვის საინტერესო ბლოგერების მოსაზრებებით ჩემზე :)

მოლი ბლუმი  :

დახვეწილი, რაფინირებული, ინტელექტუალური, მსუბუქ, პასტელის ტონებში გადაწყვეტილი ჭეშმარიტად არისტოკრატული ბლოგი.

აგათა :
გრაფინია არის პრიველ რიგში ლამაზი და საყვარელი. გარდა ამისა ჭკვიანი გოგოცაა გრაფინია, მგონი ძალიან მხიარული არ უნდა იყოს :D
კიდევ რაღაც გამორჩეული შუქიანი თვალები აქვს და კარგად წერს რაც მთავარია.

ჭიამაია :

ბევრი ვიფიქრე რა უნდა მეთქვა სრულიად ქართული და არაქართული ბლოგოსფეროს გრაფინიაზე და საბოლოოდ, გადავწყვიტე ჩემი პირელი შთაბეჭდილებები გაგიმხილოთ. 
ამ ბლოგს პირველად კომენტარებში მოვკარი თვალი. სახელმა მიმიზიდა და გამოგიტყდებით ცოტა შემშურდა, მე რატომ არ მომაგონდა მეთქი -გრაფინიას დარქმევა, მეც ხომ მასავით ძალიან მიყვარს ძველი დრო- როცა გრაფები და გრაფინიები ცხოვრობდნენ, როცა ერთმანეთს სამად გაკეცილი წერილებით უხსნიდნენ სიყვარულს, როცა საწერი კალმის ფუნქციას ბატის ფრთა ითავსებდა, როცა კარეტებით სტუმრობდნენ ერთმანეთს…
მერე გრავატარი შევნიშნე, გოგონას გამოსახულება რომელიც, რიგითი ფოტო მეგონა გუგლიდან, რომელიმე დიდგვაროვანის გამოსახულებით. მენდეთ, არ ვაჭარბებ, სანამ ფოტო არ გავადიდე, აზრადაც არ მომსვლია რომ ამ ლამაზი ბლოგის ავტორს თავისი რეალური ფოტო ჰქონდა განთავსებული.
გადავწყვიტე წამეკითხა. უკვე მესამედ შემშურდა მისი- ამჯერად ბლოგის დიზაინისა და იმ სიმყუდროვის გამო, რომელიც აქ დამხვდა. 
ბლოგის ახალო სტუმრებო, თქვენ მეოთხედ შეგშურდებათ როცა გრაფინიას გულწრფელ პოსტებს წაიკითხავთ. ახლა, როცა ამის კითხვას მორჩებით, აუცილებლად “აედევნეთ” აქაურობას.

თავისებური ჯენსი :
ესეიგი ძალიან კარგად არ გიცნობ, რადგანაც ახალი გაცნობილ მყავხარ, მაგრამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვე პირველივე დღიდან! ჩვენი მეგობრობა იმ დღიდან გაძლიერდა რაც დედა შვილი გავხდით :დ ვინც შენს ბლოგზე შემობანცალდება მაშინვე მიხვდება რომ ისეთი ადამიანის ბლოგზეა ვისაც ძალიან უყვარს პოეზია თუ კითხვა! ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ! მოკლედ მიყვარხარ შენც და შენი ბლოგიც !

გლეხის ბიჭი :

გრაფინია ჩემთვის? გამიჭირდება ზუსტად გამოვხატო სიტყვებით ვინაა იგი თავის ბლოგთან ერთად. ცისფერთვალა, თბილი გოგონა, რომელსაც ყოველთვის მოეძებნება თბილი და გამამხნევებელი სიტყვები იმ კონკრეტულ სიტუაციაში, როცა გჭირდება. 
სინატიფესა და დახვეწილობას ყოველთვის იგრძნობს მისი ბლოგის მკითხველი სათუდად და აშკარად, განათლებულად ნაწერ და აგებულ პოსტებში.

tamara’s dynamite :

 გრაფინია სალი – არისტოკრატული, დახვეწილი, მაგრამ ბავშვური და გულწრფელი.

JOLEANE :

კეთილი ბანოვანი და იუმორის გრძნობის მქონე ხარ.. შენი ბლოგიც ეგეთია, ოღონდ შენი ბლოგი შედარებით მეტს რომანტიკოსობს, ვიდრე შენ.

Sgt. Pepper’s Blog :

ყველაზე მეგობრული და თბილი ბლოგი , რომლის ავტორმაც შეძლო შავთეთრი ქალაქი ცოტა ხნით გაეფერადებინა.

კატერინა:

გრაფინია არის ის, ვინც ეზიარა მარტოობის თავისუფლებას და ამით ბევრზე მაღლა დადგა.

დეკემბერიუსი :

გრაფინია?
კეთილი გოგოა.
სტუმართმოყვარე და თბილი ბლოგის ადმინისტრატორი.
გრაფინია?
მხიარული გოგოა.
ძალიან კრეატიული და სულაც არ ვთვლი რომ მოსაწყენია.
მე ძალიან მომწონს გრაფინია და ვისურვებდი მის უფრო ახლოს გაცნობას.

Orange’s Blog :

სალი თბილი და ემოციური გრაფინიაა. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ გულწრფელი პოსტები აქვს, წერს იმაზე, რასაც განიცდის, რაც გადაუტანია, რასთანაც აქვს შეხება ყოველდღიურად და რაც მთავარია, ამ ყველაფრის დაწერას კარგად ახერხებს, თორემ ჩვენს ყოველდღიურობაზე და პრობლემატურ საკითხებზე წერის პრეტენზია, შეიძლება ყველას გვქონდეს, მაგრამ ვერ შევძლოთ.

გლამთაია :

 ყველაზე ცისფერსისხლიანი და არისტოკრატული ბლოგერი წერის დახვეწილი სტილით.

ცოტნე ჩახვაძე  :

სალომე- ჩვენგან თითქოს შორს, მაგრამ ყველაზე ახლოს … თითქოს ბნელ, მაგრამ ყველაზე ნათელ… თითქოს უინტერესო, თუმც ყველაზე საინტერესო – მარტოობის საგრაფოს გრაფინიაა, საგრაფოსი, სადაც ასე ხშირად იყრიან ჩვენი სულები თავს. და იცოდეთ რომ მე აქ თქვენ გნახეთ!

აქსიომა:

კუდიანი, შინაბერა, ნაფტალიანიანი ბლოგის ავტორი ხარ შენ!

ველური ორქიდეა:

 

გრაფინია დიდი მზეა, რომელიც ყველას ათბობს, არასოდეს არ იმალება ღრუბლებში და მშვიდად გვფენს თავის თბილ სხივებს.

გრაფინია პატარა თოჯინაა, რომელსაც რაც არ უნდა ელაპარაკო არ მობეზრდება, არ დაიღლება და მშვიდად მოგისმენს მანამ, სანამ დაამთავრებ.

გრაფინია თოვლის ფიფქია, ნაზი, ქათქათა თეთრი, სწორედ ისეთი, როგორიც თოვის დროს იშვიათად ცვივა.

გრაფინია ისეთი ადამიანია, რომელსაც ყოველთვის უნდა ენდო ისე, რომ არასოდეს გაიფიქრო რომ შეცდი.

და ბოლოს,

მე ♥ გრაფინია

 

20 Responses to ბლოგერები ჩემ შესახებ

  1. ხო თავიდან ერთი თვე მეც მეზარებოდა და ბოლოს დავწერე რაღაც უაზრობა ჩემს თავზე… : )

  2. მე მალევე გადავლახე ეგ :დ თან ისეთი ფოტოებიი დავურთეეე :დ

  3. კეთილი იყოს ჩემი კურსორი შენს ბლოგზე.
    მომეწონა აქაურობა ძალიან. ხშირად შემოგირბენ აწი =)
    + ერთი მკითხველი

  4. ერთი კითხვა მაქვს, რატომ გქვია გრაფინია?

    • ე.ი. უცებ თავში არ მოგსვლია რამე აზრად და არ გიფიქრია რომ სწორია?
      ხოდა ბლოგს რომ ვაკეთებდი ეს მომივიდა თავში აზრად და მინდა გითხრა, რომ გაამართლა. სახელი იწვევს იმხელა ინტერესს რომ მკითხველს იზიდავს და ბევრი მუდმივი ხდება, ზოგი კი იშვიათად მაინც შემოდის :D

  5. ჰმ.. ცუდია, რომ გეზარება, მაგრამ ეგ არაფერი… ვატყობ მალე ისე შემოვეჩვევი შენს ბლოგს, რომ აქეთ დაგიწერ About-ს შენზე :D

  6. აქსიომას დახასიათებამ ყველას გადაუჯოკრა : დ

  7. “ძალიან მხიარული არ უნდა იყოს ” – რა აბსურდია :დ

  8. მომწონს მომწონს!!!
    სხვანაირად არც შეიძლებოდა.
    <3

  9. აუუუუუუუუ რა ძალიან მომეწონაა გრაფიიიიიიინიიიაა <3<3<3სალ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s