Category Archives: ბლოგი

ჩაძაღლდი თუ კიდევ მახსოვხარ?!

პირველი სტუმარ-პოსტი ჩემს ბლოგზე.  http://entocia.wordpress.com/, იგივე ცოტნე ჩახვაძის პოსტი ^_^ მადლობა ცოტნე :) თქვენ კი წაიკითხეთ და ისიამოვნეთ ;)

მოგესალმებით გრაფიანიას მკითხველებს! იმედია ჩემი პოსტის ამ ბლოგზე წაკითხვა, იმდენადვე სასიამოვნო და საინტერესო იქნება, როგორც თავად ბლოგის პატრონის. მოგესალმებით და ვიწყებ …

მოკვდავის ბუნებიდან გამომდინარე, ადამიანები ცდილობენ რომ ცხოვრების ეს წამიერი, წარმავალი გაკვეთლი, რაც შეიძლება ნაყოფიერად და სასიკეთოდ გამოიყენონ. ამ შეზღუდულ, ისედაც ჩარჩოებში მოქცეულ ერთფეროვნებას ოდესღაც და ისიც მალე კარზე, ცელით ხელში სიკვდილი მოუკაკუნებს და აუღელვებელი ხმით შეგახსენებს, რომ დროა! დროა წახვიდე! დროა გაქრე! ისედაც ასეთი მოულოდნელი ვიზიტისგან დაბნეულ-დამწუხრებული, ცოტა ხანს გაურკვეველი, ალბათ შემცბარი, რამდენიმე წამში იაზრებ და ხვდები, რომ დროა წასასვლელად ჩემოდანი მოამზადო! მაგრამ მიდიხარ კარადასთან, თუმცა მასში არათუ შენი ზომა, საერთოდაც არაა ტანსაცმელი. აი ახლა კი ხვდები, რომ უნდა გეკითხა ყოველ საღამოს საკუთარი თავისთვის: აბა ვის რა ვარგე?

ცხოვრება მიქრის! ის არავის და არაფერს არ ელოდება! წინა პოსტში აღვნიშნე, რომ ადამიანის ცხოვრება არაფერია მისი აზრის პოვნის გარეშე! და ეს აზრი ამ ცხოვრების კარადის ტანსაცმლით შევსებაში გვეხმარება! ტანსაცმელია – კეთილი, დასამახსოვრებელი, მისაბაძი საქმეები! მივდივართ იმ ქვეყნად და მიგვაქვს ყველაფერი  რჩება სახელი ან არაფერი! ცხოვრება ხშირად ტალახიანი მინდორია, რომელზეც გავლისას შენი ნაკვალევი მკაფიოდ რჩება, თუმცა მსუბუქი და ნარნარი სიარულით წვიმა წარეცხავს ნაკვლაევს! კეთილი საქმეები, მეგობრობა, ადამიანობა და სიყვარული მოგონებების ის ნაწილია, რომლთაც სულში დაუდიათ ბინა! სული კი მარადიული და უკვდავია, შესაბამისად ამ ადამინის ხსოვნა და ხატება ისევ ისეთი მკაფიო და ნათელია, როგორც უწინ! :)

და თავად გაქვთ ტანსაცმელი მზად?

მოკლედ რაღა ბევრი ვილაპარაკო და უბრალოდ პოსტის სათაური – ჩაძაღლდი თუ კიდევ მახსოვხარ?!

გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები! :) :) :)

ნამდვილი გრაფინია

       მომბეზრდა კარგი გოგოს როლში ყოფნა :)  

         ჩემი  ბლოგის მუდმივი თუ იშვიათი მკითხველების უმრავლესობას ისეთ ადამიანად წარმოგიდგენივართ, როგორიც სინამდვილეში არ ვარ და ეს ალბათ ჩემი ბრალია. ამიტომ გამოვასწორებ შეცდომას  და გაგაცნობთ ჩემს თავს სხვა კუთხიდან.

  1. მე არ ვარ რომანტიული ადამიანი. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ასეა. ჩემმა მეგობრებმა, აქ  გამოქვეყნებული პოსტების (ვერ ვიტან ამ სიტყვას და მითხარით რით ჩავანაცვლო) წაკითხვის შემდეგ გაოცება ვერ დამალეს, რადგან ვერასოდეს წარმოედგინათ თუ ოდესმე ასე სევდიანად და რომანტიულად დავწერდი. პრინციპში მეც მიკვირს.
  2. ჩემი არარომანტიულობიდან გამომდინარე ვერ ვიტან ფანჯრების წინ დანთებულ გულს, პლუშის სათამაშოებს, ვარდებს და წუთში 9874938674983678-ჯერ ნათქვამ “მიყვარხარს” და “ჩემი სიცოცხლე/ცხოვრება” ხარ. მომაბეზრებელ ზარებსა და მესიჯებს. შეიძლება ეს ყველაფერი იმის ბრალიც არის რომ არავინ მყვარებია.
  3. არ ვარ მელანქოლიური და სევდიანი. ძალიან მხიარული, აქტიური და ენერგიული ვარ. გაჩერებულს და დამჯდარს მარტო წიგნებთან და კომპიუტერთან თუ მნახავთ. ძირითადად ვიცინი და სხვებსაც ვამხიარულებ. მე თვითონ არ მიყვარს ეგრედწოდებული “მუდო” ტიპები.
  4. ძალიან ემოციური ვარ და ხშირად ვტირი. ყველაფერი ახლოს მიმაქვს გულთან და ერთი ცუდად ნათქვამი სიტყვაც კი მწყინს. მართლა ყველაფერზე ვტირი, წიგნებსა და ფილმებზე განსაკუთრებით. ყველაზე მეტი “კლასზე” ვიტირე, გულამომჯდარი ვქვითინებდი :)
  5. არ დავდივარ მომღიმარი. რამდენჯერმე ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ წარბშეკრული ვმოძრაობ. მაგრამ მთლად ასე მძიმედაც არ არის საქმე. ზოგჯერ ქუჩაში რაღაც სასაცილო გამახსენდება ხოლმე და მარტო ვიცინი.
  6. არ ვეწევი. რამდენიმე პოსტში ვახსენე სიგარეტი და შემდეგ რამდენიმე ადამიანმა მკითხა ამის შესახებ. არ ვეწევი იმიტომ, რომ არ მინდა ჯანმრთელობა კიდევ უფრო შევირყიო, სხვა მიზეზი არ მაქვს ნამდვილად :)
  7. არ მიყვარს ვარდისფერი. თქვენ წარმოიდგინეთ ამ ფერის მხოლოდ 2 ცალი მაისური მაქვს და არცერთი სამკაული, ან აქსესუარი.
  8. ზოგჯერ ვბილწსიტყვაობ ხოლმე. ვაღიარებ :) მაგრამ ეს ძალიან იშვიათაფ ხდება, ისიც უახლოეს მეგობრებთან და მაშინ, როდესაც ძალიან გაბრაზებული ვარ :)

Come Together

     

          ბლოგის გაკეთების შემდეგ უკვე რამდენიმე თვე გავიდა. დღეს (პრინციპში ღამის 3 საათია) თავიდან ბოლომდე ჩავიკითხე ყველა პოსტი და ზოგზე გამეცინა. ამ რამდენიმე თვეშიც როგორ შევცვლილვარ და გავზრდილვარ.
        ჩემი ბლოგის ვიზიტორების რაოდენობა ყოველდღიურად 60-დან 70-მდე მერყეობს, რაც ცუდი შედეგი სულაც არ მგონია. მაქსიმალური რაოდენობა ერთ დღეში 226 ადამიანი დაფიქსირდა . ეს იმ დღეს , გეგა კობახიძეზე რომ დავწერე პოსტი.
        ჩემი მუდმივი მკითხველები ძირითადად FB-ზე მეკონტაქტებიან. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს იმისთვის, რასაც მწერენ. <3როგოrც მეუბნებით, მოგწონთ რასაც ვწერ და მართლა ძალიან მიხარია. ერთ-ერთმა თქვენგანმა მითხრა, რომ ერთ პოსტზე იტირა კიდეც… ჰოდა ძალიან მიხარია, რომ თქვენზე გავლენას ვახდენ, როგორც თქვენ მეუბნებით კარგს.
         ამ ბლოგმა რამდენიმე საინტერესო ადამიანი მაპოვნინა და მომცა მათთან ურთიერთობის საშუალება. თუნდაც ამის გამო ღირდა ამ ნაბიჯის გადადგმა.
          თქვენ უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ რა სასიამოვნოა, როცა შენს ნაწერს, აზრს იწონებენ და რამდენს ნისნავს თქვენი თუნდაც 1 ვიზიტი და კომენტარი.
        ყველაფრის დათვალიერების შემდეგ ჩემი ყურადღება ამ პოსტმა მიიქცია და დავინტერესდი ამ რამდენიმეთვიანი წვალების შემდეგ შევძელი რამე? მართლა ძალიან მაინტერესებს!