რამდენჯერმე ვახსენე თსუს სოციალ-პოლიტიკურზე რომ ჩავაბარე
ჰოდა ახლა მოგიყვებით ჩემი დაბნეულობისა და “პინგვინობის” პერიოდს. დიახ, პინგვინობის, არ გეჩვენებათ. საქმე იმაშია, რომ სოც-პოლის პირველკურსელებს შეგვარქვეს/შევირქვით პინგვინები. ჰოდა მე დიდი სიამაყით ვატარებ ამ სტატუსს ![]()
სწავლის დაწყების მოახლოვებასთან ერთად რა თქმა უნდა დავინტერესდი სხვადასხვა საკითხით. ჰოდა ვისთვის უნდა მეკითხა ან სად გამერკვია და უფროსკურსელებს ვუბურღავდი ტვინს. ფეისბუქზე გააკეთეს ჯგუფი TSU Social & Political Studies / სოცპოლი , სადაც ჩვენნაირ დაბნეულებს ერთად მოუყარეს თავი და დაგვაკვალიანეს. ვსვამდი(თ) 1000 უაზრო კითხვას, ძლივს გავარკვიე რა იყო კრედიტი და სემინარი. ზოგს არ ეზარებოდა და ყველაფერში კარგად გვარკვევდა, მაგალითად ანას, რომელიც მართლა ყველაფერს გასაგები ენით გვიხსნიდა. ანასთან ერთად ბექა გაბადაძეც უნდა მოვიხსენიო, სხვა გზა არ მაქვს
არც ამას ეზარებოდა, მაგრამ ცოტა ირონიულია და მე ვერაფერი გავუგე, ხოდა დავანებე თავი
ზოგი სერიოზულად ბრაზდებოდა, მაგალითად ნათია დემეტრაშვილი, პოსტიც კი დაწერა ამაზე.
ჰო, თათული ლობჯანიძეც კარგი გოგოა
(ყველა უნდა ჩაგტიოთ აქ)
ასეა თუ ისე გამოვა ჩვენგან რაღაც, ბოლოსდაბოლოს ყველაფერი გავიგე. გავედი თსუში და ყველა კორპუსი ძირფესვიანად შევისწავლე. მათ შორის მესამეც. ეს არის საოცარი კორპუსი

რომ შევედი უკან ვეღარ გამოვედი იმდენი კარია დერეფნის ორივე მხარეს და დამცინეს :/
ჰოდა ნუ მოკლედ ნახევარი კურსი უკვე გავიცანი ფეისბუქით და ვერ ვიტყვი რომ ყველამ აღმაფრთოვანა, მაგრამ უმრავლესობა მომწონს, კარგი ადამიანები ჩანან. პირადად ვინც ვნახე მათი უმრავლესობა მომწონს
უკვე მესამე დღეა არ ვყოფილვარ უნივერსიტეტში და მენატრება, ერთი სული მაქვს 3 როდის მოვა ^_^
ჰოო ვიცი, ვიცი ახლა იმას მეტყვით მოიცადე ცოტა ხანი და მერე წუწუნს დაიწყებო, მაგრამ ჯერ მიხარია და შემარგეთ!
ჰოდა კიდევ თსუს დეკანატი და ჩვენი ტუტორი დამეხმარა ძალიან
ბავშვებო, მომავალ წელს ვისაც დაგჭირდებათ ასეთ რაღაცებში გარკვევა, ჩემი იმედი გქონდეთ
პ.ს. პოსტს ბონუსად ფოტო, რომელიც ძალიან მომწონს :D 










