ჩემი ფოტოხელოვნებით დაინტერესება 2 წლის წინ დაიწყო, როდესაც ჩემს სკოლაში არჩევით საგნად შემოვიდა და მთელი წელი ვსწავლობდი.
ამ პერიოდში დავიწყე ქართველი თანამედროვე ფოტოგრაფების შემოქმედების გაცნობა, ძალიან ბევრი მომეწონა და აქტიურად ვადევნებდი მათ განვითარებას თვალს საიტზე Graf.ge. მერე ნელ-ნელა სხვა რაღაცებზე გადავერთე და სულ მიმავიწყდა ეს დარგი. ამასობაში ახალი და საინტერესო ფოტოგრაფები გამოვიდნენ ასპარეზზე. მართალია ვისაც პროფესიონალი ფოტოაპარატი აქვს ყველა ფოტოგრაფი არ არის, მაგრამ ყველაფერი გემოვნების ამბავია, ამიტომ მე ჩემი ბლოგის მეშვეობით ნელ-ნელა გაგაცნობთ იმ ფოტო-გრაფებსა და ფოტო-გრაფინიებს, რომლებმაც ჩემი მოწონება დაიმსახურეს.
პირველი მათგანია ალექსანდრე.
ჩემი და სანდროს ნაცნობობა ახალგაზრდულ პროექტ “სპილო ოთახშის” ფარგლებში შედგა. ჩემი კონკურენტი იყო, მაგრამ იმ გუნდს კონკურენტად ვერ აღვიქვამდი. ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ამ კონკურსმა საინტერესო ხალხს შემახვედრა და დამამეგობრა
ალექსანდრე 22 წლის ფოტოგრაფია. მან 1 წლის წინ დაიწყო ფოტოების გადაღება და მის ობიექტივში ძირითადად ადამიანები ხვდებიან, ანუ პორტრეტებს იღებს.
ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული არაა მის ფოტოებში, მაგრამ მე მომწონს ის ემოცია, რომელიც მათგან მოდის, არ ვიცი რამდენად გასაგებად ვხსნი, მაგრამ იმედია მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.


თუ მასთან დაკავშირების სურვილი გაგიჩნდებათ მიმართეთ Facebookze : Alexander Kay
მისი ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ მის Facebook გვერდზე : Alexander Photography.
ასევე, შეგიძლიათ მოინახულოთ მისი ახალშექმნილი ბლოგი, სადაც მე დიდი იმედი მაქვს განათავსებს თავის ფოტოებს: http://alexanderkay89.wordpress.com/
იმედი მაქვს ისიამოვნეთ.
შევეცდები კვირაში ერთი საინტერესო ფოტოგრაფი(ნია) მაინც გაგაცნოთ და ამით მათ წარმატებასაც ჩეოტათი მაინც შევუწყო ხელი.




















