ის, ვინც ჩემს ბლოგზე ერთხელ მაინც არის შემოსული და თვალი მაინც გადაუვლია (თუ არ წაუკითხავს) პოსტებისთვის შეამჩნევდა, რომ იშვიათად ვწერ პოლიტიკურ, რელიგიურ თემებზე და ასევე საზოგადოებაში არსებულ ყოფით პრობლემებზე. ამ მხრივ ეს პოსტი ერთ-ერთ იშვიათობას წარმოადგენს.
2 დღის წინ მეგობართან ერთად მივდიოდი ქუჩაში. საღამოს 9 საათი იქნებოდა. ნელა მივდიოდით. ამ დროს ჩვენს საპირისპიროდ მომავალი მანქანა დავინახეთ. ისიც ნელი სვლით მოდიოდა. რომ გაგვისწორდა სიჩქარეს კიდევ უფრო უკლო და აშკარად დავინახე ორი ტიპი ჩაწეული ფანჯრებიდან როგორ გვათვალიერებდა. არ შემშინებია, მაგრამ უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. თან რაღაც მივარდნილ ადგილას ვიყავით და ხალხიც არ იყო ირგვლივ. გავაგრძელეთ გზა. ცოტა რომ ჩამოვშორდით ვიკითხე :
-ნეტა ვინ იყვნენ ესენი?
-პოლიცია.
-შენ რა იცი?
-ამათ მანქანებს ვცნობ ყველას.
-და რას დადიან?
-ამოწმებენ რამე ხომ არ ხდება უბანში, აკვირდებიან ხალხს.
ამის მერე გამახსენდა ერთი ამბავი. ერთხელ უბნის ინსპექტორი იყო ჩემს სახლში ამოსული და კითხვები დაგვისვა. მაგალითად რომელ სკოლაში სწავლობ, მშობლები სად მუშაობენ, წარმოშობით საიდან ხარ. საოცარი ის იყო, რომ თავის დასმულ კითხვებს თვითონვე სცემდა პასუხს. ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა მერე რომ არ ჩამოეთვალა ჩემი უახლოესი მეგობრების სახელები და გვარები და არ დაეხასიათებინა ისინი გარეგნობის მიხედვით. ამის მერე ჩემს სკოლაზე მითხრა 1-2 სიტყვა და მირჩია რამდენიმე თანასკოლელისგან თავი შორს დამეჭირა. პირდაღებული ვუყურებდი.
ეს შარშანდელი ამბავია, წელს ხომ აღარ დავდივარ სკოლაში
მაგრამ ამ შემთხვევების მერე მაქვს გრძნობა, რომ გამუდმებით თვალთვალის ქვეშ ვარ. არაფერს ვაშავებ, მაგრამ სულ არ მსიამოვნებს ჩემი ოჯახის, მეგობრების და ჩემს შესახებ ამდენ ინფორმაციას რომ ფლობენ. განსაკუთრებულს მაინც ვერაფერს გაიგებენ, სინდისი სუფთა გვაქვს
მაგრამ ამით პიროვნული თავისუფლება იზღუდება.
შეიძლება ეს ერთი მხრივ კარგიც არის. მეტი ინფორმაცია საზოგადოების დაცვის ხარისხს ზრდის, მაგრამ…










