თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის მუსიკა და კინო ბევრს ნიშნავს. თავს დიდ მელომანად ვერ დავდებ და არც იმის პრეტენზია მაქვს რომ გემოვნებიანი მსმენელი ვარ. ჩემი აზრით ესეც ზოგადი ცნებაა, რადგან ის, რასაც მე გემოვნებიანად ვთვლი სხვას შეიძლება “ბანძად” მიაჩნდეს. იგივე ხდება ფილმების შემთხვევაშიც. ძირითადად მეგობრების რჩევებს ვითვალისწინებ, როდესაც ფილმს ვარჩევ გადმოსაწერად.
ჰოდა ამ შესავლით იმის თქმა მინდოდა, რომ ყველა როკს, ჯაზს, ბლუზს ვერ მოუსმენს და არცაა საჭირო უსმენდეს. მუსიკის ყველა მიმდინარეობას თავისი მსმენელი ჰყავს და ეს ასეც უნდა იყოს.
ჩემს კომპიუტერში რომ შემოიხედოთ გაოცდებით იმდენ სხვადასხვა მიმდინარეობას ნახავთ. არ ვიცი ეს რისი ბრალია. მაგალითად თუ ერთ წუთში “Muses” ვუსმენ, შემდეგ შეიძლება “Coldplay” ან “Radiohead” ჩავრთო და მერე საერთოდაც Damien Rice, James Blunt ან Jason Mraz ამოვიჩემო
)
რაც უნდა იყოს ერთადერთი კომპოზიტორი, რომელმაც ჩემს დროს გაუძლო Yann Tiersen-ია. იმდენი ხანია ვუსმენ რომ მგონი არასოდეს მომბეზრდება . მგონი კი არა, არასოდეს მობეზრდება.
იანი მუსიკალურად აფორმებს ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ფილმს “ამელი” ამ ფილმზე ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ეს წაიკითხეთ (ლინკი). აქ ყველაფერი წერია, რასაც მე ვფიქრობ ამ ფილმზე, რეჟისორზე და საერთოდ ყველაფერზე რაც მას უკავშირდება. ამ ფილმის მუსიკაც ისეთივეა, როგორც თვითონ კინო. Yann Tiersen-ის მოსმენისას სიკეთის კეთების სურვილი მიჩნდება რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს.
) მოკლედ, არ ვიცი რა ნიჭი აქვს ამ კაცს ასეთი, რომ პირველი მოსმენის შემდეგ ვეღარ მოვწყდი. მისი თითქმის ყველა კომპოზიცია მაქვს მოსმენილი და ყველა ერთნაირად მიყვარს. შეიძლება მარტო იმიტომ ვუყურო ფილმს, რომ კომპოზიტორი Yann Tiersen-ია.
რაც შეეხება ფილმებს, “ამელი” რომ მიყვარს უკვე ვთქვი. წელს, კი არანოფსკის ფილმები მომეწონა. “შავი გედი” ხომ ვინც ნახა იმის 99%-ს მოსწონს, მაგრამ მე მხოლოდ ამ ფილმით არ შემოვიფარგლები. არანოფსკის “The fountain” ვნახე და ისე მომეწონა მეორედ მივუბრუნდი. მიუხედავად იმისა, რომ რთული ფილმია და ერთხელ ნახვით ვერაფერს გაიგებ, მაინც ძალიან მაგარია.
ჰოდა ამ შესავლით იმის თქმა მინდოდა, რომ ყველა როკს, ჯაზს, ბლუზს ვერ მოუსმენს და არცაა საჭირო უსმენდეს. მუსიკის ყველა მიმდინარეობას თავისი მსმენელი ჰყავს და ეს ასეც უნდა იყოს.
ჩემს კომპიუტერში რომ შემოიხედოთ გაოცდებით იმდენ სხვადასხვა მიმდინარეობას ნახავთ. არ ვიცი ეს რისი ბრალია. მაგალითად თუ ერთ წუთში “Muses” ვუსმენ, შემდეგ შეიძლება “Coldplay” ან “Radiohead” ჩავრთო და მერე საერთოდაც Damien Rice, James Blunt ან Jason Mraz ამოვიჩემო
რაც უნდა იყოს ერთადერთი კომპოზიტორი, რომელმაც ჩემს დროს გაუძლო Yann Tiersen-ია. იმდენი ხანია ვუსმენ რომ მგონი არასოდეს მომბეზრდება . მგონი კი არა, არასოდეს მობეზრდება.
იანი მუსიკალურად აფორმებს ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ფილმს “ამელი” ამ ფილმზე ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ეს წაიკითხეთ (ლინკი). აქ ყველაფერი წერია, რასაც მე ვფიქრობ ამ ფილმზე, რეჟისორზე და საერთოდ ყველაფერზე რაც მას უკავშირდება. ამ ფილმის მუსიკაც ისეთივეა, როგორც თვითონ კინო. Yann Tiersen-ის მოსმენისას სიკეთის კეთების სურვილი მიჩნდება რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს.
რაც შეეხება ფილმებს, “ამელი” რომ მიყვარს უკვე ვთქვი. წელს, კი არანოფსკის ფილმები მომეწონა. “შავი გედი” ხომ ვინც ნახა იმის 99%-ს მოსწონს, მაგრამ მე მხოლოდ ამ ფილმით არ შემოვიფარგლები. არანოფსკის “The fountain” ვნახე და ისე მომეწონა მეორედ მივუბრუნდი. მიუხედავად იმისა, რომ რთული ფილმია და ერთხელ ნახვით ვერაფერს გაიგებ, მაინც ძალიან მაგარია.
არანოფსკის მეორე ფილმი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ვნახე არის “Requiem for a dream”. ამ ფილმში ჯარედ ლეტო ასრულებს მთავარ როლს. მე ამ კაცით მოვიხიბლე
) გარეგნობის გარდა მსახიობობის ნიჭიც ჰქონია და არ მცოდნია
) კინო ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო, მაგრამ თუ ნახავთ ნამდვილად არ ინანებთ.
ბოლოს ნანახი ფილმებიდან გამოვარჩევდი ”The talented Mr. Ripley”-საც. ეს ფილმი არის ადამიანზე (?), რომელმაც მოკლა მეგობარი, მიისაკუთრა მისი სახელი, ნივთები და მისი ცხოვრებით ცხოვრება დაიწყო. ამ ფილმში სამი ვარსკვლავი თამაშობს და თუნდაც მათ გამო ღირს ყურება.
“Forrest Gamp” ეს არის ფილმი გონებაშეზღუდულ ადამიანზე. მისი ICQ იმდენად დაბალია, რომ სკოლიდანაც გამორიცხეს. მას დასცინოდნენ.მიუხედავად ამისა ის მაინც კეთილი იყო და ბოღმას გულში არ ინახავდა.თავიის დაუდევრობის გამო ფორესტი ბევრჯერ ჩავარდა სასაცილო სიტუაციაში. ფორესტს ჰყავდა ერთი მეგობარი გოგონა, რომელიც ყველაფერი იყო მისთვის. მთელი ფილმი ფორესტ გამპის ცხოვრებას და ამ გოგოსთან ურთიერთობას აღწერს. ძალიან ემოციური და თბილი ფილმია. მე ვტიროდი
)
თანაც ამ ფილმში ტომ ჰენკსი მონაწილეობს და აბა წარმოიდგინეთ როგორი იქნება?!
“Love me if you dare” ეს ფილმიც მომწონს. განსხვავებული ისტორიაა და ტიპიური რომანტიკული ბლადუნისგან გამოირჩევა. მოკლედ ღირს საყურებლად. თანაც მარიონ კოტილარდი მონაწილეობს
“Closer” ამ ფილმზე უკომენტაროდ. ნამდვილი თანავარსკვლავედი. ნატალი პორტმანის დაუვიწყარი პერსონაჟი და ძალიან მაგარი დიალოგები.
ამ ფილმს რომ ვუყურე კარგა ხანს მჯეროდა რომ სამყაროს შეცვლას შევძლებდი. ფილმი სიკეთეზე, ადამაინებზე, სიყვარულზე. მოკლედ ნახეთ და ცრემლების გარეშე ვერ უყურებთ.
მოკლედ ამჯერად სულ ეს იყო. ძალიან ბევრი ფილმი აკლია ამ სიას და ზოგი რაც მიწერია იმათზე მეტად მიყვარს
) დანარჩენს მერე მივამატებ (?).











