Category Archives: Fuckin mood

მე მოსაწყენი გრაფინია ვარ

მე მოსაწყენი და ერთფეროვანი გოგო ვარ.
რატომ? ჩამოვთვლი მიზეზებს.


მე არ ვცდილობ ახალგაცნობილი ბიჭის მოხიბვლას (შებმას) განსაკუთრებული მეთოდებით, საერთოდ არ ვცდილობ პრინციპში.მე ნაკლებად  ვლაპარაკობ ინტიმურ და პიკანტურ თემებზე საჯაროდ, არც მეგობრებთან და საერთოდ არავისთან.

ყველაფერი მწყინს და მერე ვტირი. ისე ხშირად რომ დაიღლება ადამიანი ჩემი ყურებით.
მინდა, რომ სულ მაქებდნენ. არ მიყვარს როცა ჩემში რამე ნაკლს პოულობენ და მითითებენ. ვიცი რომ ჯანსაღი კრიტიკა კარგია, მაგრამ უსიამოვნოა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვიღებ მას.

კატასავით ვარ, მიყვარს, როცა მეფერებიან და თავზე ხელს მისმევენ, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ასე არ ხდება და ეს ფაქტიც ცუდ ხასიათზე მაყენებს.

არ ჩავდივარ სიგიჟეებს. პირიქით, ამ ბოლო დროს ძალიან გაწონასწორებული გავხდი. მაგალიTისთვის არასოდეს მიცეკვია ქუჩაში, განსაკუთრებით მაშინ თუ ბევრი ხალხია. თუმცა წვიმის დროს გუბეებში ვჭყაპუნობ ხოლმე, მაგრამ ვერავინ მხედავს :)  დიდი სურვილი მაქვს იმის, რომ თუნდაც ერთხელ რამე ასეთი სისულელე გავაკეთო და არ ვიფიქრო შედეგზე, მოვეშვა, თორემ ნაადრევად დაბერებული მგონია ჩემი თავი.
მიყვარს კითხვა, კინო, მუსიკა და მხატვრობა. არა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვცდილობ ყველას ამ თემებზე ველაპარაკო და ზოგჯერ უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებ ადამიანებს და ხშირად ისინი “გამირბიან”.  ნუ, ეს ჩემი ბრალია, როგორც სხვა დანარჩენი.


მიყვარს სევდიანი მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით მაშინ თუ ცუდ ხასიათზე ვარ. არადა პირიქით არ უნდა იყოს? უფრო მხიარულს არ უნდა ვუსმენდე? ყველა ნაბიჯს ძალიან ვუკვირდები და არ ვმოქმედებ ექსპრომტად. მოსაბეზრებელია. მარტო ყოფნა შემიყვარდა. უფრო მეტს ვფიქრობ, უფრო თავისუფლად ვარ და თავსაც კარგად ვგრძნობ, მაგრამ… ესეც მოსაწყენია სულ ვიცინი, მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს სიცილიც არ არის გულიდან წამოსული და ძალდატანებითია. 
და ბოლოს, მივხვდი რომ ასე ცხოვრება მომბეზრდა, ყველაფერი ერთფეროვანია და დროა რაღაც შევცვალო, მაგრამ არ ვიცი რით დავიწყო. ჰოო დეპრესიაში ვარ მე მგონი და არც თმის შეჭრამ მიშველა. სანამ მოვიფიქრებ რა ვქნა და რით გავხალისდე მანამდე ისევ ასე ყოფნას გავაგრძელებ.p.s. ეს პოსტი იმისთვის არ დამიწერია, რომ შემაქოთ, მართლა :D

უიღბლო დღე

ნუ საშინელი დღე მაქვს ყველანაირად. არ მეგონა ჩემი დასვენება ასე თუ დაიწყებოდა.
დილით 1-ლ საათზე გამაღვიძა დედაჩემაა ადექიო, მერე ჭამე ჭამეო დამსდევდა, მერე სახლი დავალაგოთო და ყველაფერი თავდაყირა დადგა. ბოლოსდაბოლოს რომ დავალაგეთ გადავწყვიტე საკონკურსო პოსტის “პეპელა სახელად კამპა” დაწერა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ასეა, როცა ძალიან მინდ ავერ ვწერ, არადა დროში შეზღუდული ვარ.  მერე შუქი წავიდა. ასე მგონია შევარდნაძე ბრუნდება, ხან შუქი არაა, ხან წყალი და ხან გაზი :|
ერთადერთი დადებითი ისაა, რომ მთელი დღე წიგნს ვკითხულობ.
შუქი რომ მოვიდა გავიგე ოტია იოსელიანი გარდაიცვალაო. ოტია, დაჩის ზღაპრებზე გავიზარდე. ისედაც ძალიან მიყვარდა ეგ კაცი და რაც უნდა თქვათ სულ ასე იქნება. მერე Facebookze  ნერვები მომიშალეს, ოტიას სიკვდილზე ღადაობა დაიწყეს. ერთი კი წავშალე(არ ვიცნობდი), მაგრამ მეორეს ვერ წავშლი, მაინც მომიწევს მისი ნახვა, თან ხშირად და რა აზრი აქვს :| მაგრამ  ურჩევნია არ მნახოს!
ხოდა ახლა თმა უნდა შევიჭრა და რომ არ მომეწონოს გავგიჟდები. ფიქრის პროცესში ვარ. ხვალ რომ შევიჭრა და არ მომეწონოს პარიკმახერს (თუ რაც ქვია) იმას უნდა დავაბრალო და დღეს რომ შევიჭრა უიღბლო დღეს დავადანაშაულებდი.

ჰა? რა ვქნა?

პ.ს. თმა შევიჭერი და მომეწონა ^^

აბდაუბდა

    გამოცდების მოახლოებასთან ერთად იმატა ნერვულმა დაძაბულობამ. ეს წელი ხომ კოშმარი იყო ჩემთვის ყველანაირი გაგებით.
     2 კვირა დარჩა ეროვნულებამდე და მე წიგნებს გულს საერთოდ ვეღარ ვუდებ, მასწავლებლებს ვაგიჟებ და ოჯახის წევრებს ნერვებს ვუშლი. ყველაფერი მეზარება უკვე, დედაჩემის ჩხუბის მოსმენაც, რომ 2 კვირაში გამოცდები მაქვს და მე ვუსაქმურობ.
     ყველაფერი ნერვებს მიშლის. არადა დღეს ვაპირებდი რამე მსუბუქი ფილმის გადმოწერას, მაგრამ ვინ გაცადა. ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა.
     ”აივენჰოს” წაკითხვა დავიწყე და 2 დღეში 10 გვერდს ვერ გავცდი.
       დღეს ხომ საერთოდ, უნარებიდან წამოსულს წვიმამ მომისწრო და გავილუმპე და გავცივდი. ცურვით ძლივს მივაღწიე სახლამდე, მანამდე დაქალთან ვაფარებდი თავს.
     წუხელ “აგვისტოს 5 დღეს” ვუყურე და დავითრგუნე. ყველა რუსი და ოსი ჯარისკაცი შემზიზღდა, თან გამახსენდა 2008 წლის ზაფხული და ყველაფერი თავიდან განვიცადე. რატომღაც უმეტესობას არ მოსწონს ეს ფილმი, მაგრამ გემოვნებაზე დავა არ ღირს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მხატვრული ღირებულების მქონე ფილმი არ არის, ძალიან იმოქმედა ყველაფერმა. სხვათაშორის ბევრი ვიტირე რომ გამახსენდა რა დღეში ვიყავით ის რამდენიმე დღე, თანაც მამაჩემის და ბიძაჩემის გადამკიდე ცუდ დღეში იყო ჩემი ოჯახი.
        რაებს მივედ-მოვედე…
       ხვალ პლასტიკური უნდა ავიღო, სადაც ეწერება სად მომიწევს გამოცდების ჩაბარება. იმედია სასოფლოში არა, თორემ რა მიაღწევს იქამდე. კიდევ ერთი მიზეზი იქნება გასაბრაზებლად.
       აი ახლა ვხვდები, რომ რაღაც მჭირდება და ვერ ვხვდები რა. თუ თქვენ იცით მითხარით. ოღონდ ძილი არ გამაგონოთ!
      ჩემი ერთადერთი სიხარული ტკბილეული

და ჩემი ახალი კაბაა, რომელიც ამას ჰგავს,ოღონდ ჩემსას მკლავები არ აქვს ^^

   

მომბეზრდით!

        ამ საღამოს დავრწმუნდი, ჰომოფობებს არ უნდა ესაუბრო საწინააღმდეგოზე. რამდენი მტკიცე არგუმენტიც უნდა მოუყვანო აზრს მაინც არ იცვლიან იმიტომ, რომ თვითონაც არ იციან სადაა ამ ზიზღის სათავე. ამ საღამოს უკვე თავი მეტკინა ახსნით და გადარწმუნებით. მორჩა, რაც უნდათ ის უქნიათ. ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ეს ადამიანები თვითონ არ ირჩევენ ორიენტაციას, ასეთებად დაიბადნენ!
        არადა მეც ძალიან მომბეზრდა ამ თემაზე წერა-კითხვა, მაგრამ ვერ მოვითმინე რომ არ დამეწერა. უბრალოდ ძალიან გამაღიზიანებელია… ყველას თავისი გზა აქვს და ნუთუ ასე ძნელია პატივი ვცეთ ერთმანეთის  ცხოვრებას?
         დარჩებით ასეთივე ბნელები და უმეცრები ცხოვრების ბოლომდე!

არა!

      ვიცოდი ეს აქციები წერის მუზას რომ მომიყვანდა.
      ძალიან მაინტერესებს როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს საცოდაობა? 90-იანი წლებიდან მოყოლებული მე მგონი 1 წელიც არ გასულა აქციისა და მიტინგის გარეშე. დავიღალე!!!
       ისიც ძალიან მაინტერესებს ეს ხალხი რას ფიქრობს ამ უღონო ოპოზიციას რომ მიჰყვება უკან? მე მგონი თითოელი მათგანი, ლიდერები მაინც, იყვნენ ერთ დროს ხელისუფლებაში და თუ რამის გაკეთება შეეძლოთ უნდა გაეკეთებინათ კიდეც. ნუთუ ასე ძნელია იმის დანახვა, რომ ბრმად გაყოლა არაფერს მოუტანთ? ვერ ხვდებიან რომ იყენებენ? ერთ დიდ ბრბოდ არიან გადაქცეულები და საითაც მიუთითებენ იქით გარბიან, იმას აკეთებენ.
      ვიღაც ქალი ამბობდა აქციაზე იმიტომ გამოვედი რომ საქართველოში აყვავდეს და “ყველაფერი კარგად იყოსო”. დროშის ტარების ქნევით, ერთმანეთის ცემით, აგრესიით, ძალადობით ააშენებენ ქვეყანას? ან ვის უნდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება???
     არავინ მითხრას იქ ის ხალხი შენი მომავლისთვის არის გასულიო… ჩემი მომავლისა და ქვეყნისთვის მამაჩემი იბრძოდა სამგან უსასყიდლოდ. თვალწინ დაუხოცეს  საყვარელი ადამიანები და ამის შემდეგ ვიღაც 16-17 წლის ლაწირაკი, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი აქვს ნანახი მეუბნება, რომ არაფრისთვის იყვნენ აფხაზეთში წასულები და რომ მისთვის არ გაუწირავთ თავი ჩემს ბიძებს.
     და რა არის ამ აქციების მიზანი? საკაშვილის ჩამოგდება? როდემდე უნდა იყვირონ ასე უსაფუძვლოდ? რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერი არის მასზე ღირსეული? არასწორად არ გაიგოთ, პოლიტიკაში არასოდეს ვერეოდი, უბრალოდ დავიღალე !!!
დავიღალე !!! დავიღალე!!!
     სულ ასე იქნება, არასოდეს არაფერი შეიცვლება. ყოველშემთხვევაში მანამ, სანამ  ხალხი ფიქრს არ ისწავლის და ბრბოდ ქცევას არ გადაეჩვევა!

მერე რა, რომ გაზაფხულია?

თოვა, თოვა ისევ თოცა . უხვად ბარდნის , ხანდახან მსხვილად ხანდახან წვრილად . გარშემო ყველაფერი შავ-თეთრი ტელევიზორის კადრს დაემსგავსა. თეთრი თოვლი და ნაცრისფერი ადამიანები… ადამიანები რომლებიც რობოტებივით დადიან ერთნაირად ჩაცმულები , ერთიდაიგივე გამომეტყველებით , სიარულის მანერაც კი ერთნაირი აქვთ ! არანაირი ხალისი , არანაირი განსხვავებულობის ამბიცია. ხალხი რომელსაც ჩინელებზე უფრო ძნელად განარჩევენ ერთმანეთისაგან.  

ამ დროს ქუჩას მოარღვევს ფერების ნაკრები , ემოციის ზღვა . არ შეიძლება მას ლამაზი ვუწოდოთ , არც განსხვავებული. ის უბრალოდ განსხვავებულია ! ის დედაა , დედა რომელიც ემოციის ზღვად შვილმა აქცია . მას გვერდით მოჰყვება პატარა ბავშვი. ციცქნა გემი ამ უკიდეგანო სივრცეში , ისიც პატარა ფერების მატარებელი ! თავისი პატარა ვარდისფერი ხელთათმანებით , რომლითაც უშედეგოდ ცდილობს თოვლის დაგუნდავებას. დედა ეხმარება და ორივენი ერთად ისვრიან გუნდას სადღაც შორს , ამ ნაცრისფერ ქალაქში . გუნდა ეცემა ძირს , ავრცელებს ფერებს და გადასცემს ადამიანებს ! აი ერთი ადამიანი გამოცოცხლდა , სახეზე ღიმილი გაუკრთა , აი მეორე – მასაც მოუნდა გუნდაობა , მესამე თოვლში ემხობა , მეოთხე გაღიმებული სახით ფანტელების ჩაყლაპვას ცდილობს, მეხუთე , მეექვსე , მეშვიდე , მეცამეტე , მეჩვიდმეტე , მეათასე , მემილიონე.     

ამ ალიაქოთში არავის ახსოვს დედა-შვილი რომლებიც დინჯად ადიან ავტობუსში და მოწყალე თვალით უყურებენ ქალაქს რომელსაც ერთი გუნდაც ყოფნის რომ სიხარულით აღივსოს ! ♥


uaპ.ს. ეს ჩემი დაწერილი არაა.  ნუცა ნინუას შემოქმედებაა.

ტრაგიზმი

     საზიზღარ ხასიათზე ვარ…
     არ მინდა ვიწუწუნო, მაგრამ მაინც ვწუწუნებ და სულ არ მიმაჩნია, რომ ბლოგზე პირად პრობლემებზე არ უნდა წერო.  ვისაც არ გინდათ არ წაიკითხოთ და მორჩა !
უკვე ამას ვგავარ.

      სამ კვირაში (არც კი) სკოლას ვამთავრებ. ვერ ვიტყვი, რომ გული მწყდება. რაღაც მომენტში მომენატრება ალბათ, მაგრამ ისე ნამდვილად არ ვარ, რომ ვგლოვობდე სკოლის ეტაპის გავლას.
     23 მაისს საატესტატო გამოცდები მეწყება და ძალიან ვნერვიულობ.
     ბოლო ზარი მოდის და მზად არაფერია.
     ბანკეტისთვის კი მაქვს დრო, მაგრამ ატესტატის გამოცდების შემდეგ ვნახოთ რა ხასიათზე ვიქნები და თუ მექნება რამის თავი.
     3 კვირა დარჩა და სკოლაში გაცდენებზე შეგვჭამეს.
      ყოველდღე ზოგიერთი მასწავლებელი ყვავივით დაგვჩხავის თავზე (სექტემბრიდან მოყოლებული), რომ ვერ ჩავაბარებთ გამოცდებს. ყელში ამომივიდა !!!
     აგრეთვე, ყოველდღე მასწავლებლები ამბობენ, რომ არ გვადარდებს ჩვენ ეს გამოცდები და რომ ისინი ჩვენზე მეტად ღელავენ. გასაგებია რომ ჩვენზე ნერვიულობენ (?) , მაგრამ დავითრგუნეთ უკვე.
      ჩემი დაბადების დღე გამოცდების შუა პერიოდს ემთხვევა და ცხოვრებაში პირველად მინდა ეს დრო გაიწელოს.
     წიგნებისკენ გახედვა აღარ მინდა, მეცადინეობა მეზარება.
     დირექტორმა გამოსაშვებ კლასებს დაგვავალა დაგვეწერა “რა მომცა სკოლამ” და ვერ ვიფიქრებ რა დავწერო…
       რომელ წყალს მივცე თავი?
    ერთ-ერთი გზა პრობლემის გადასაჭრელად